ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ამ წუთებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებს ქართული ოცნებიდან დღეს მიხეილ სარჯველაძე და ანრი ოხანაშვილი ხვდებიან. ამასთან, კონსულტაციების ძირითადი თემა სავარაუდოდ ამინსტია და ნაციონალური მოძრაობის თავმდჯომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებაა.
ცნობისათვის, ამ შეხვედრას წინ უძღოდა ხელმომწერი ოპოზიციონერი ლიდერების სამუშაო შეხვედრა, რომელიც სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში გაიმართა.
ფოტო: არქივიდან