ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

მსოფლიოში უკვე კორონავირუსის ვაქცინის 1 მილიარდი დოზაა გაცემული

გამოცემა ბლუმბერგის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაცემულმა დოზებმა 1 მილიარდს გადააჭარბა. მსოფლიოს მოსახლეობის 6,6 % კი სრულად არის ვაქცინირებული, ანუ ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული.

ყველაზე მეტი ვაქცინა ამერიკის შეერთებულ შტატებშია გაცემული – 225 მლნ დოზა. ამერიკის მთლიანი მოსახლეობის 28 % სრულად ვაქცინირებულია. ვაქცინის გაცემული რაოდენობით მეორე ადგილზეა ჩინეთი – 216 მლნ. დოზა და მესამეა ინდოეთი – 140 მლნ.

მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებში გაცემულია 126 მლნ. დოზა ვაქცინა. სრული ვაქცინაცია ჩატარებული აქვს მთლიანი მოსახლეობის 14,2 %-ს.

პროცენტულად კი ლიდერობენ სეიშელის კუნძულები, მთლიანი მოსახლეობის 63,1 %, ისრაელი – 57,4 %, მალდივები – 48,5% და გაერთიანებული საამიროები – 47,4.

საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით 24 აპრილისთვის ჯამურად აიცრა 37 590 პირი. ეს მთლიანი საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებია.

 

იტვირთბა....