პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომის ფაქტს ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“რაღაცნაირად, ბიძინასგან დასჯას ჰგავს… არ მოეწონა ეტყობა შეთანხმებაა, ან მოლაპარაკებებში არჩილის როლი და პაწა დასაჯა… სხვა ახსნას ამ როქს მე ვერ ვუძებნი. ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში და მე გადავდგებიო – ამაზე უბრალოდ no comment”, – წერს სერგი კაპანაძე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომაერის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.