მამუკა ფოცხორაიამ საჯარო რეესტრს მარტვილში ბინის დასარეგისტრირებლად მიმართა. ბინის თანხა მამუკამ უკვე გადაიხადა. შემდეგი კვირიდან ქალაქ მარტვილში, მას თავის სახლში შეეძლება ცხოვრება. მალე დედასაც გულის ოპერაციას გაუკეთებენ. ერთ-ერთი კერძო კლინიკა მამუკას დედას უფასოდ გაუკეთებს ოპერაციას. მამუკას შესახებ ბათუმელების მიერ ვიდეორეპორტაჟის და სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მამუკას ანგარიშის ნომერზე 42 ათასზე მეტი ლარი დაირიცხა.
მამუკამ ბინაში 11 500 დოლარი გადაიხადა. გარემონტებულ ბინაში დგას ახალი ავეჯი და ტექნიკა. ამის შესახებ ბათუმელები წერს.