სოციალური ქსელი

ჩერგოლეიშვილი: ახლო მომავალში, გარდაუვლად მოხდება ქალების დიდი აფეთქება პოლიტიკაში

[su_quote]პოლიტიკურად აქტიური ქალები ახლა კი “ვიჩაგრებით” დრომოჭმული კულტურული სტერეოტიპების და მეორეხარისხოვანი როლის გამო (და ამ პრობლემას, კვოტები მხოლოდ ამძიმებს).
მაგრამ, ამავე კულტურული სტერეოტიპების გამო, ჩვენ, ქალებს, გაცილებით მეტად გვაქვს განვითარებული ის, რაც პოლიტიკას ყველაზე მეტად სჭირდება – ემპათია.
ემპათია სხვა ადამიანის მდგომარეობაში თავის ჩაყენების უნარია. ეს არ არის არც ამ ადამიანის სიბრალული, არც სიყვარული, არც თანხმობა – ეს არის გაგება. გაგება შეგვიძლია – იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში მეტად გვიწევდა თვითგადარჩენისთვის. ასე რომ, ახლო მომავალში, გარდაუვლად მოხდება ქალების დიდი აფეთქება პოლიტიკაში.
როცა ქალი და კაცი გასწორდება და ამგვარი კულტურა ფესვებს გაიდგამს, ბუნებრივია ქალების ეს უპირატესობაც დაჩლუნგდება, მაგრამ სანამ ეს მოხდება და დასტაბილურდება, ქალების დიდი გარღვევა იქნება – ასე მგონია[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ტაბულას დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი.

იტვირთბა....