ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანაში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 463 პირი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 302 785-ს  შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 463 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 284 749-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 007 პირი ემსხვერპლა.

იტვირთბა....