ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობა: ნამოხვანჰესის აქციის მონაწილეებს კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ნამოხმანჰესის მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა.

“საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრემიერმინისტრის დავალებით, კომპანია ენკასთან დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

 

იტვირთბა....