ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: პასუხი დღეს უნდა გვითხრან, თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდა, წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების პასუხს ელოდებიან. როგორც აქციის მონაწილეებმი აცხადებენ, პრემიერმინისტრს ვადა დღის ბოლომდე აქვს. აქციის ორგანიზატორის,  ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან რადიკალურ ნაბიჯებს მიმართავენ.

“შევთანხმდით არაერთგზის, ბოლო დღეზე, პარასკევზე. დღეს უნდა გვითხრან კი, ან არა- ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდა, ჩვენ წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით. გეგმას პასუხის გაგების შემდეგ გვაჟღერებთ. თუ გზას გახსნიან, გადაადგილების საშუალებას მოგვცემენ და სამუშაოები შეჩერდება, წავალთ დიალოგის გზით,” – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეები და მთავრობის წარმომადგენლებს 16 აპრილს შეხვდნენ.

ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება ნაწილობრივ უკვე შესრულდა. სოფელ გუმათში აღმართული რკინის კედლის ნაწილი პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა ჯებირები ადგილზე ისევ რჩება.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში მას შემდეგ გაგრძელდება, რაც მათი მოთხოვნები სრულად შესრულდება.

იტვირთბა....