რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ოფიციალური ინსტაგრამის გვერდის საშუალებით ვრცელდება.
მისი მოთხოვნა კი ისევ იგივე რჩება, დაუშვან დამოუკიდებელი ექიმი, რომელიც მის მკურნალობას შეძლებს.
“მე თქვენი დახმარების გარეშე ვერაფერს ვიზამდი. კარგი ადამიანების დიდი მხარდაჭერით არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ მთელ მსოფლიოში, ჩვენ უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ. მე გავითვალისწინე ჩემი ექიმების თხოვნა და ვწყვეტ შიმშილობას. თუმცა ჩემი მოთხოვნა ისევ იგივეა, რომ დაუშვან დამოუკიდებელი ექიმი ჩემთან, რადგან ხელებსა და ფეხებზე მგრძნობელობა მეკარგება”, – წერია ნავალნის ინსტაგრამ გვერდზე.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი უკვე რამდენიმე კვირაა საპყრობილეში იმყოფება დაპროტესტის ნიშნად შიმშილობს.
⠀