გუშინ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გარდა ჩვენს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში, მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებში.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვედრისთვის და განაცხადა, რომ უწმინდესის ჩართულობა სახელმწიფოებრივ საქმეებში დიდი მნიშვნელობისაა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად წმინდა ნინოს ჯვარი გადაცა.