ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს

რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც,  რუსთავში მიმდინარეობს საცხოვრებელი ფართების დაკანონება იმ ოჯახებზე, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ამა თუ იმ ფართში და არ ჰქონდათ ამ ბინებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვა ფართების დაკავება დაუშვებელია, რადგან ამ შენობების უმრავლესობა, ავარიულ მდგომარეობაშია და მათი საცხოვრებელი მიზნით გამოყენება, საფრთხის შემცველია.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასეთი ტიპის შენობების შესწავლა ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნის მისაღებად. რუსთავის მერია მიმართავს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, ნუ დაიკავებენ მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ახალ შენობებს, რადგან სახელმწიფო ფართში უკანონოდ შეჭრა და მსგავსი ქმედება, ისჯება კანონით და მისი დარღვევის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ფართების დაკანონება ხდება მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომელთა ხანგრძლივი, ათწლეულების განმავლობაში ცხოვრების ფაქტი ამა თუ იმ შენობაში, დადასტურებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....