ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეგნანი: ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება იძლევა მელიასა და რურუას გათავისუფლების საშუალებას

„ეს, რა თქმა უნდა, არის ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება იძლევა ბატონი მელიასა და რურუას გათავისუფლების საშუალებას”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის შეთანხმების მიღწევა წინ გადადგმული ნაბიჯია.

“რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, რომლებიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განიხილებოდა, მე ვთვლი, რომ ეს არის წინ გადაგმული ნაბიჯი და საშუალებას აძლევს საქართველოს, დაიწყოს მუშაობა იმ უზარმაზარი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენა, „კოვიდ-19“-თან გამკლავება. ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, არსებობს სხვა გამოწვევებიც, რომლებიც ნამდვილად ითხოვს სრულად ფუნქციურ პარლამენტს“, – თქვა კელი დეგნანმა.

იტვირთბა....