aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოხანაშვილი მიშელის შეთავაზებული დოკუმენტიდან ამნისტიაზე არსებულ ჩანაწერს აქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობოს წევრი ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული დოკუმენტიდან ამნისტიის შესახებ არსებულ ჩანაწერს.

ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ ამნისტია ეხება 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტთანტებთან დაკავშირებულ ყველა დარღევასა და დაკავებას.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკური პარტიების მიერ ევროკავშირის დოკუმენტით – “სამომავლო გზა საქართველოსთვის” ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელიც შეეხება “2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას”. მმართველი გუნდის ამოცანაა, ეს პროცესი შეყოვნების გარეშე წარიმართოს და 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში კანონპროექტის ინიცირება მოხდეს. კონსულტაციები იგეგმება იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას”, – წერს ოხანაშვილი.

იტვირთბა....