Gem Fest-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი სიგუას განცხადებით, საპატრიარქოს ერთ-ერთი კომპანიიდან, სნო-დან, 2 მილიონი დოლარი მიიღო, რომ ფესტივალი ჩაეტარებინა. ამის შესახებ მან პეტრე კოლხთან ლაივ-ჩართვაში განაცხადა. მისივე თქმით, მოგვიანებით, მეუფეებმა კლუბური ნარკოტიკის გაყიდვის იდეით მიმართეს სიგუას, რომელმაც ეს იდეა დაუწუნა.
“მივედი საპატრიარქოში და იმ მეუფეებს, იმ წმინდა სინოდს, რომელიც მდევნიდა ამ კაზანტიპის გამო ანაკლიაში, ვუთხარი მოდი ძმებო, გავაკეთოთ კარგი ბიზნესი. ვუთხარი, რომ ფული იშოვება ამაში, ამაში… ახლა საჭიროა 2 მილიონი დოლარი და მაშოვნინეთ. ზუსტად სამ დღეში ხელში მქონდა 2 მილიონი დოლარი ნაღდი ფული. საპატრიარქოს დახმარებით ჯემფესტი ინვესტორი და გენერალური სპონსორი გახდა წყალი სნო, რომლის ოფიციალური თანამესაკუთრე გახდა საქართველოს საპატრიარქო.
ის კომპანია, რომელიც აწარმოებდა და დისტრიბუციას უკეთებდა სნოს, რომელსაც თავის მხრივ ოფიციალურად წილში ჰყავდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, საპატრიარქო, გახდა ჯემფესტის დამფუძნებელი ეპიკსტოუნ ინტერნეიშენალის 80%-ის მფლობელი, 20%-ის მე. 2 მილიონი დოლარი ნაღდი ფულით საპატრიარქო, წმინდა სინოდის ინვესტიცია ამოვიტანეთ საპატრიარქოს მეწილეებისგან და გავაკეთეთ ჯემფესტი.
ძალიან გაეზარდათ მადა თქვენს მეუფეებს და წყლის და ღვინის გარდა სხვა რაღაცების გაყიდვაც მოინდომეს, მათ შორის კლუბური ნარკოტიკების. შემიძლია მეუფეების გვარები დაგისახელოთ, რომლებიც კლიშეს უკეთებენ ე.წ. ბარიგებს საქართველოში”, – თქვა გიორგი სიგუამ.