ვარკეთილში გარემოვაჭრეები სააღდგომით მუშაობის უფლებას ითხოვენ, გზა გადაკეტეს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.
“ამ სააღდგომოდ დაგვიშვან და გვამუშაონ, იქამდე ხუთი თვე ხო ვიდექით, მაშინ შეიძლებოდა გარევაჭრობა? და ახლა სააღდგომოდ არ შეიძლება? ხალხი მშიერი დარჩა ქუჩაში. მერის თანამშრომელმა არ იკადრა მობრძანება”,- აქციის მონაწილემ ტელეკომპანია ფორმულას განუცხადა.
აქციის ერთერთი მონაწილე ამბობს, რომ “პოლიციამ ხელისკვრები დაიწყეს… ორსული ვარ, რომ მომეშალოს მუცელი, ვის მოვთხოვო პასუხი”
კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით გარევაჭრება შეზღუდულია.