ტელეკომპანია „იმედის“ მმფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „რადიო თავისუფლებას“ ვრცელი ინტერვიუ მისცა.
მან სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე ძალადობის „იმედზე“ გაშუქების თემაზეც ისაუბრა.
„როგავა, თუ არ ვცდებით, არ ვანახეთ, იმიტომ რომ, რაღაც თქვა იმედმა მცემაო თუ ჩიხლაძემ მცემაო და მაგაზე გადაწყვიტეს, რომ ამაზე საერთოდ არ მივცეთ ეთერი და დანარჩენი, ყველაფერი ვანახეთ, რამდენადაც მე ვიცი. როგავა არ გავუშვით, იმედმა თვითონ გადაწყვიტა, ჩვენ ყველაფერს ვანახებთ, მაგრამ ახლა ეს რატომ ვალაპარაკოთ, იმიტომ რომ იმედს ურტყამს და ჩიხლაძემ მცემაო [ამბობს], თუ რაღაც. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რაღაც ეგეთი თემა იყო“ – თქვა ირაკლი რუხაძემ.
შეგახსენებთ, როგავას 29 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, დაესხნენ თავს. შემთხვევის შედეგად, მან კისრის მალა მოიტეხა, დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები.