ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„აშშ ვერ დამასანქცირებს, სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს“ – ირაკლი რუხაძე

ტელეკომპანია „იმედის“ მმფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „რადიო თავისუფლებას“ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

მან სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, სანქციებზეც ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, მე სანქციები არ მახარებს. არ მგონია, რომ მე სანქციები მემუქრება, შემიძლია, ვრცლად ავხსნა, რატომ მგონია… მაგრამ საერთოდ, ამ სიტუაციაში რომ ვარ და ამ ფორმაში, არ მახარებს იმიტომ, რომ მე დამასანქცირა უკრაინამ, რომელიც ძალიან მიყვარს… უზარმაზარი ბიზნესი მაქვს აწყობილი უკრაინაში, ვგიჟდები უკრაინაში სიარულზე, ყოველთვის მიყვარდა და წარმოუდეგენელი ტრაგედია იყო, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში […]

მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება… შეიძლება სხვა ქვეყანამ დამასანქციროს, ამერიკა ვერ. მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს. იქ [წერილში] შეყარეს დიდი სია ხალხის, რომელიც ერთად აღებული ვაკონტროლებთ ეკონომიკის უზარმაზარ ნაწილს. ეს გაიზრდება იმიტომ, რომ მიდის მცდელობა, რომ დაანგრიოს საქართველოს ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, რომ თუ ეკონომიკა კარგად მიდის, ხალხი მთავრობას არ ცვლის…“, – აღნიშნა რუხაძემ.

იტვირთბა....