საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა ახლა გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას.
“საქართველოს დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ამერიკელი მეგობრების ყურადღება. ჩვენ გადამწყვეტ მომენტში ვართ: ან უკან შეგვათრევენ რუსეთში – ან იმ გზას გავაგრძელებთ, რომელსაც დამოუკიდებლობის მომენტიდან მივყვებით – გზას, სადაც ამერიკის როლი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო”- წერს სალომე ზურაბიშვილი.