ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინი: რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი პროვოკატორი ინანებს, ისე, როგორც აქამდე არაფერი უნანია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისადმი თავის ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთს ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა ნებისმიერ პროვოკაციას შესაბამისად გასცემს პასუხს.

პუტინის განცხადებით, რუსეთი მაქსიმალურად თავშეკავებულია და სხვებმა ეს რუსეთის სისუსტედ არ უნდა აღიქვან.

“ჩვენ სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა გვსურს. ვიქცევით მაქსიმალურად თავშეკავებულად,  ხშირად საერთოდ არ ვპასუხობთ არამეგობრულ ქმედებებზე, მაგრამ თუ ეს სახელმწიფო ინტერესებს დააზიანებს, ჩვენი პასუხი იქნება სწრაფი, შესაბამისი და ძლიერი. ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს, ინანებენ იმას, რაც გააკეთეს ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი უნანიათ. მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არავინ გადაკვეთს წითელ ხაზებს,“- აღნიშნა პუტინმა.

შეეგახსენებთ, დღეს ვლადიმერ პუტინი ყოველწლიური საგანგებო მიმართვით რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში გამოვიდა.

იტვირთბა....