ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: 32 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა გუშინ, ძალიან აქტიური იყო პედაგოგების ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისი

“32 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა გუშინ. ძალიან აქტიური იყო პედაგოგების ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ  ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია 55 წლის ზემოთ ნებისმიერ მსურველს.

“55 წლის ზემოთ ყველა ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს ვაქცინაციის პროგრამაზე, ძირითადად ასტრაზენეკათი მიმდინარეობს ვაქცინაცია, ასევე გრძელდება ფაიზერით ვაქცინაცია”, – თქვა თამარ გაბუანიამ.

იტვირთბა....