ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ზელენსკიმ პუტინი დონბასში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდეტი ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში მიიწვია, სადაც მათ მოლაპარაკებების გამართვა შეეძლებათ და ადგილზე განიხილავენ კონფლიქტის მოგვარების გზებს. ამის შესახებ ინფორმაციას დოიჩე ველი ავრცელებს.

“მე მზად ვარ სწორედ იქ ველაპარაკო პუტინს, სადაც კონფლიქტის ყველაზე მწვავე ზონაა”, – განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასევე ხელი მოაწერა კანონს, რაც რეზერვისტების გამოძახების შესახებ, რაც მათ მობილიზებას ყოველგვარი გამოცხადების გარეშე გულისხმობს.

შეგახსენებთ, ბოლო კვირეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთით სიტუაცია დაძაბულია. გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება 9-ჯერ დაირღვა. სროლების შედეგად რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ოკუპირებული დონბასის რეგიონიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებებს გასულ ღამეს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

იტვირთბა....