ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი მოწმის სტატუსით დაკითხეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ალეკო ელისაშვილის ცემა უსაფრთხოების სამსახურში იგეგმებოდა.
როგორც ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:
“კონკრეტულად დავასახელე ვინ ხელმძღვანელობს ამ გეგმებს, ეს გახლავთ სუსის უფროსის მოადგილე გოგაშვილი, არ დავასახელე წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მომაწოდა. “
შეგახსენებთ, რომ ირმა ნადირაშვილმა გუშინ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა განცხადება:
“მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” სუს-ის მაღალჩინოსნისგან მიიღო. ამ ინფორმაციის თანახმად, გოგაშვილის უწყება ელისაშვილის წინააღმდეგ ოპერაციას გეგმავს. მთავრობა, ივანიშვილი, რომელიც მისი ქმედებებით გამწარებულია, გეგმავს, რომ ელისაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდეს. აპირებენ, რომ ის სცემონ. ამას, ისევე როგორც ძალიან ბევრ სიბინძურეს, გოგაშვილი გეგმავს. მათ ამ საქმისთვის შერჩეული ჰყავთ ადამიანიც, რომლის სახელიცაა ნუკრი. სამწუხაროდ, მისი გვარი არ ვიცით”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.