ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ვაშაძე: შეწყალების აქტით რურუა სამშაბათს გათავისუფლდება

სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, პრეზიდენტის შეწყალების აქტით, გიორგი რურუა სამშაბათს გათავისუფლდება.

“სამშაბათს ჩვენ ყველანი ერთად პარლამენტში ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს. როგორც კი ეს კანონი რეგისტრირდება, ქალბატონმა ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ ამის შემდეგ იქნება შეწყალების აქტი მიღებული. შეწყალების აქტით, რურუა გათავისუფლდება სამშაბათს და ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას, რომელიც შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც პასუხისგებაში მიცემულნი არიან დღეს ადამიანები, 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მათ შორის ეს ეხება მელიას, თამლიანს და ა.შ.”, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მოლაპარაკებებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამნისტიის კანონის მიღება, რათა გათავისუფლდეს ნიკა მელია საპატიმროდან.

იტვირთბა....