ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის 30 ქვეყნის უვიზოდ გადაკვეთა შეეძლებათ. ვიზიტის ხანგრძლივობა 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს. გრძელვადიან ვიზიტებს მკურნალობის, მუშაობის ან სწავლის მიზნით უვიზო რეჟიმი არ შეეხება.
გადაწყვეტილება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში საკანონდებლო დიონეზე უნდა გაფორმდეს. საბოლოო პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის დილპომატები ქვეყანას რეფორმების გაგრძელების რეკომენდაციას აძლევენ.