[su_quote]შედეგი სახეზეა, შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია. თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ. მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი, შეგიძლიათ ევროკავშირის ეგიდით წარმატებული მედიაციის და მოლაპარაკების წარმოება, კონკრეტული შედეგის დასრულებით[/su_quote]
ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.