ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური პროცესის შემდეგ, საქართველო ევროპული საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. სხვადასხვა პროგნოზით 3-დან 6 თვემდე ვადაში საკითხი ევროპულმა საბჭომ, შემდეგ კი ევროპარლამენტმა უნდა განიხილოს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რაც მთავარია ეს გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველს მთელ ტერიტორიაზე და აფხაზებსა და ოსებსაც ქართული პასპორტით შეეძლებათ ევროპაში უვიზოდ გადაადგილება.
იტვირთბა....