ევროკავშირი რუსეთს სანქციებს კიდევ 6 თვით უხანგრძლივებს. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლებმა 18 დეკემბერს ბრიუსელში მიიღეს.
სანქციები რუსი ჩინოვნიკებისა და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, ასევე ფინანსურ, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ 2016 წლის ივნისამდე გახანგრძლივდა.
დოკუმენტი ძალაში ორშაბათიდან შევა.