ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შარლ მიშელი: საქართველოს გაუმარჯოს!

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შეთანხმება საქართველოში. საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად შეთანხმების ხელმოწერას. თქვენ ხალხის ინტერესები წინ დააყენეთ და დემოკრატიას გამარჯვების საშუალება მიეცით”, – წერს მიშელი.

ორბელიანების სასახლეში მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს აწერს ხელს. ცერემონიას ესწრებიან საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი. შეხვედრას ონლაინ ესწრება შარლ მიშელი.

იტვირთბა....