ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვიზალიბერალიზაციის შესახებ დადებითი ანგარიში გამოქვეყნდა

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ევროკომისიამ დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. იქ აღნიშნულია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.

ამის შემდეგ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა  მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელსაც წევრი სახელმწიფოები უახლოეს თვეებში განახორციელებენ.

უცხოელი ექსპერტების თქმით, გამოცდილებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილება გარდაუვალია.

ანგარიშში ნათქვამია: “2012 წლის ივნისიდან,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის  ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე მოლაპარაკება დაიწყო. საქართველომ ყველა კუთხით განახორციელა რეფორმები. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები და დადებითად შევაფასეთ ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კომისია აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს ხელშეკრულების შესრულების საკითხებზე”.

ევროპული კომისია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების მიზნით რეგულაციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო წინადადებას 2016 წლის დასაწყისში წარუდგენს.

იტვირთბა....