ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS-ის წინააღმდეგ: ირანი აშშ-ს მოუწოდებს ერთობლივად იბრძოლონ

ირანი მოუწოდებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს დაეხმარონ თეირანს, რათა ერთობლივად დაამარცხონ ISIS. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ითხოვს საერთაშორისო ზეწოლა „ისლამურ სახელმწიფოზე“ გაძლიერდეს, რადგან მისი თქმით, დღეს  ISIS -ის წინააღმდეგ  ბრძოლა „ეგზისტენციალურ ბრძოლას“ უდრის. ირანელი დიპლომატი ირწმუნება, რომ ტერორიზმთან ბრძოლამ საერთაშორისო სახე უნდა მიიღო, რადგან არ არსებობს ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც იმუნიტეტი აქვს ტერორისტებთან.

ზაფირს თავის სიტყვაში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი არ უხსენებია, თუმცა გამოთქვა მზაობა, ასადის მხარეს მებრძოლი დაჯგუფება ჰეზბოლის ირანელი მებრძოლები უკან გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რუსეთთან ერთად ირანი ასადის რეჟიმის მხარდამჭერია. საერთაშორისო კოალიცია აშშ-ს მეთაურობითა და სპარსეთის ყურის ალიანსი ასადის რეჟიმს დამნაშავედ თვლის.

მინისტრო ზაფირი ძალიან პოპულარული ფიგურაა ირანში. ის ირანის რეფორმატორი პრეზიდენტის ჰასან როუჰანის კადრია. ზაფერიც და როუჰანიც ცდილობენ დასავლეთთან დაახლოებას, თუმცა ქვეყანაში სხვადასხვა კონსერვატული ძალების მხრიდან წინააღმდეგობას აწყდებიან.

 

 

 

 

იტვირთბა....