ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მდგომარეობა მძიმეა

ნავალნის ექიმის თქმით, “ნავალნის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და შესაძლოა რამდენიმე დღეში დაიღუპოს, თუ ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას დროულად არ მიიღებს”.

ექიმის განცხადებით, ნავალნის ბოლო სისხლის ტესტმა აჩვენა, რომ მას თირკმლის სერიოზული დაზიანება აქვს და შესაძლოა ნებისმიერ დროს გაეთიშოს. ფეხში კი მგრძნობელობა თითქმის აღარ აქვს. ამის შესახებ ბიბისი იუწყება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი გააფრთხილა, თუ ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსეი ნავალნი ციხეში მოკვდება, ამას აუცილებლად მოჰყვება მძიმე შედეგი.

ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ალექსეი ნავალნი თებერვალში დააპატიმრეს. მას შემდეგ, რაც მან მოწამვლის გამო გერმანიაში იმკურნალა და მოსკოვში დაბრუნდა.

 

იტვირთბა....