ახალი ამბები მთავარი ციტატა

ჩარკვიანი მიშელის დოკუმენტზე: ეს საჭურისი დოკუმენტი გამარჯვებად ვერ გაფორმდება

[su_quote]თქვე კაი ხალხო , თითქმის ბოლომდე მივედით , ცოტაც და დავათმობინებთ მიტაცებულ სახელმწიფოს ოლიგარქს და რა დროს ” რყევებია”?! იშლებიან მარტივ მამრავლებად, იშლება ეს “რუსული ოცნება” და რას უმაგრებთ ჩაშლილ კედლებს ?! ამ ჩვენმა ბოიკოტმა მთელი დასავლეთის ყურადღება მიიპყრო, ამერიკის სენატში თქვეს სასამართლოში კლანია და ოლიგარქია მძლავრობს ქვეყანაშიო, ( მეტი რა გვითხრან)?! ეს საჭურისი დოკუმენტი, სადაც არც ჟვანიას გათავისუფლებაზეა საუბარი, არც გარანტია -პრევენცია იმისა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა იქნება და კვლავ არ გაყალბდება, ან ამ პირობებში სასამართლოს და პროკურატურის რეფორმებზე საუბარიც კი არ არის, ჰოდა ,აბა ” გამარჯვებად” რა ჩავთვალოთ ადგილობრივ არჩევნებს საკანონმდებლო რომ უნდა მივაბათ??? და კიდევ ერთი რამ: ჩვენ გარეთ პოლიტპატიმრების გამო არ გამოვსულვართ და ბოიკოტი ამიტომ არ გამოგვიცხადებია (რა თქმა უნდა ვითხოვ პოლიტპატიმრებს გამოშვებას) მაგრამ უპირველესი მოთხოვნა ვადამდელი გაუყალბებელი ჯანმრთელი არჩევნებია, რადგან ქვეყანაში უნდა მოხდეს ცვლილება და რეფორმირებულ სახელმწიფოში არც პოლიტპატიმრები გვეყოლება, რა დოკუმენტია ეს ასეთი ბუნდოვანი , ხარვეზებით და თან “ფიქტიურ ქორწინებას” ჰგავს, ვერ გაფორმდება ეს ” საოცნებო დოკუმენტი” გამარჯვებად ვერ, რადგან დოკუმენტი რომელსაც ძირეული რეფორმები ვერ მოაქვს, რომელიც მოიტანდა სისტემურ ცვლილებებს, ამ ტიპის დოკუმენტს “გამარჯვებად” ვერ გავაფორმებთ, მეტიც ამით ოლიგარქს ვუხანგრძლივებთ სახელმწიფოში თარეშს, სასამართლოში კლანურ მმართველობას!!!![/su_quote]

ეს განცხადება პარტიის კანონი და სამართალი დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციისთვის შეთავაზებული ახალი დოკუმენტის კომენტირებისას Facebook-ზე გააკეთა.

იტვირთბა....