ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გულწრფელად მეცოდებით…” – ბობოხიძე კობახიძეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მისი ძმის, ლევან ბობოხიძის საქმე, მანანა კობახიძის მიერ შეწყალების კომისიაში გაგზავნილ სატელეფონო გზავნილებთან გააიგივა.

“ქალბატონო მანანა, ლევან ბობოხიძესა და ზურაბ ჯიბუხაიას ბრალი წარუდგინეს, თითქოს მათ წინასწარი განზრახვით ერთი კაცის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს. იცით, მას ეს ბრალი როგორ წარუდგინეს? – სატელეფონო საუბრით, სადაც ჩემი ძმა გამგებელს კომისის ჩატარებას სთხოვდა და ეუნებოდა, რომ ხალხს ნუ აწამებთო. მეტი მტკიცებულება არ არსებობდა და თქვენს მიერ კომისიაში უამრავი მესიჯია გაგზავნილი. უნდა აგზავნიდეთ, მაგრამ გააჩნია, რა შინაარსისას. ორმაგ სამართალს თავი უნდა დაანებოთ. გულწრფელად გეუბნებით, რომ მეცოდებით. “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთი წევრი არ მეცოდება – გინდ, ციხეში და გინდ გარეთ, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ და თქვენს გვერდით თქვენი გუნდის ვერც ერთ წევრს ვერ ვხედავ. რა არის მიზეზი? ეტყობა, თქვენში მათაც ეჭვი ეპარებათ და ფიქრობენ, რომ თქვენ დამნაშავე ხართ” – მიმართა აკაკი ბობიხიძემ მანანა კობახიძეს.

იტვირთბა....