aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი ოპოზიციას: ვურჩევდი, რომ ხელი მოაწეროს მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პატიმრების გათავისუფლებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

“კარგია, რომ ჩიხიდან გამოსვლის კონტურები გამოიკვეთა. ცუდია, რომ გაჯიქება რომ არა, ამ შედეგის მიღწევა 3-4 თვის წინაც შეიძლებოდა და ეს ქვეყნისთვის დაკარგული დროა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამით ევროკავშირის ოფისში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციის წევრებს შეთანხმების ახალი დოკუმენტი წარუდგინა.

მეტრონომი ხუხაშვილის ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მე მაინც ვურჩევდი ოპოზიციას, რომ ხელი მოაწეროს მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პატიმრების გათავისუფლებას. უნდა თქვან, რომ ისინი კვლავაც არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ითვალისწინებენ სახელმწიფო ინტერესებს და იღებენ დე-ფაქტო მოცემულობას.

შესაბამისად: უარს აცხადებენ საპარლამენტო და სხვა თანამდებობებზე. აგრეთვე უარს ამბობენ მართლმსაჯულების და სხვა სისტემების რეფორმებზე, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში სისტემური რეფორმების ჩატარება შეუძლებლად მიაჩნიათ. ამით ხაზი გაესმება იმას, რომ ისინი ამ ნაბიჯს დგამენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ კრიზისი გადალახულია. უბრალოდ იცვლება კრიზისის ფორმატი”, – წერს გია ხუხაშვილი.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის ოფისში ოპოზიციასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

შეხვედრას არ დასწრებია მმართველი გუნდი. ვაშაძის თქმით, ოცნების წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობას ესემესით შეატყობინეს, რომ შეხვედრაზე არ მივიდოდნენ.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....