ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიოს უდიდესი აისბერგი მთლიანად დადნა

აისბერგი, სახელად A68, რომელიც ანტარქტიდის კონტინენტს 2017 წელს მოწყდა და  ყველაზე დიდ აისბერგად ითვლებოდა მსოფლიოში, თითქმის მთლიანად დადნა. ამის შესახებ ბიბისი იუწყება.

როგორც ცნობილია, A68–ს ფართობი თითქმის 6000 კვ.კმ იყო, როდესაც იგი ანტარქტიდას დაშორდა.

ეს თითქმის პატარა ქვეყნის ფართობია. შედარებისთვის მისი ტერიტორია თითქმის ორჯერ დიდი იყო ვიდრე ქვეყანა ლუქსემბურგი. ხოლო საქართველოს მასშტაბით კი, დაახლოებით იმერეთის რეგიონის ტოლი იყო.

ბოლო თვეებში გადაღებული სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ ეს გიგანტური ყინულის მასა თითქმის მთლიანად გაუჩინარდა. ის დაყოფილია უამრავ მცირე ფრაგმენტებად, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების ყინულის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ყურადღების გამახვილება აღარ ღირს.

როგორც მეცნიერები ამბობენ, გიგანტური აისბერგი, როდესაც ანტარქტიდას მოტყდა, თითქმის ერთი წელი არ მოძრაობდა. შემდეგ მან ჩრდილოეთით დაიწყო მოძრაობა ატლანტის ოკეანისკენ. ბოლოს ბრიტანეთის მფლობელობაში მყოფ, კუნძულს სამხრეთ ჯორჯიასთან დაასრულა არსებობა, სადაც მსოფლიოს სხვა უზარმაზარი აისბერგებიც გაუჩინარებულან.

აისბერგის მოძრაობის მარშრუტი

იტვირთბა....