[su_quote]ეპიდავითარება, სამწუხაროდ, თანდათან იძაბება. გარკვეული პიკური პერიოდი შეიძლება იყოს აპრილის ბოლო-მაისის პირველ ნახევარში. მესამე ტალღა ნამდვილად არის და კლასტერული გავრცელებიდან გადავედით საყოველთაო გავრცელებაზე. წინასააღდგომო და აღდგომის შემდგომი პერიოდი უნდა ჩავატაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად. ანუ ყველა რეკომენდაციის დაცვით. ყველა ტაძარში დისტანციის დაცვა და ძირითადად, გახმოვანება. ამის საშუალება არის და ტაძრის გარეთ ძირითადი მოსახლეობა. ძალიან მოკრძალებულად აღდგომის შემდგომი ბრწყინვალე შვიდეული[/su_quote]
აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსთან საუბრისას გააკეთა.