[su_quote] ჩვენი პოზიცია ცნობილია. თუ მივაღწევთ რაიმე შეთანხმებას პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე, რაც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის, ძალიან კარგი იქნება და შესაბამისად, მზად ვართ შეთანხმებისთვის. პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემა შესაბამის შეთანხმებაში უნდა აისახოს ფორმულირება, რომელიც შეეხება ორივე პოლიტპატიმარს, – ნიკა მელიას და გიორგი რურუას. ვადამდელ არჩევებთან დაკავშირებით უნდა მივაღწიოთ ფორმულას, რომელიც მისაღები იქნება მხარეებისთვის. [/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა მეტრონომს ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდების შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნება წარმოდგენილი.