ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: ჩვენგან არანაირი კომპრომისი არ იქნება პირობების შესრულებასთან დაკავშირებით

მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ  პირობების შესრულების ნაწილში, ნამახანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები კომპრომისს არ დაუშვებენ.

გოლეთიანსა და მოძრაობის სხვა წევრებთან შეხვედრა დღეს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ გამართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, გოლეთიანმა მედიას უთხრა, მთავრობა დარწმუნდება, რომ ხელშეკრულება ანტისახელმწიფოებრივია.

“ჩვენგან არანაირი კომპრომისი არ იქნება ამ ნაწილში პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელშეკრულებასა და სხვადასხვა საკითხის განხილვას, იქ უამრავი წითელი ხაზია, რომელიც ჩვენგან არ გადაიკვეთება. ვფიქრობ, აუცილებლად მივალთ იქამდე და დარწმუნდებიან ისინიც, რომ ხელშეკრულება არის ანტისახელმწიფოებრივი. პროექტი არის ბევრი მიმართულებით რისკისა და საფრთხის შემცველი და რა, რის ფასად – ამ თვალსაზრისით თუკი დავაყენებთ საკითხს, აბსოლუტურად გაუმართლებელია ნამახცვანჰესის კასკადის აშენება”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რიონის ხეობის მცველებისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრიდან გამოსულმა გოლეთიანმა თქვა, რომ  მთავრობის წარმომადგენლებს სამი მოთხოვნა წაუყენეს.

სოფელ გუმათში რკინის ჯებირების აღება, ნამოხვანში კარვების გაშლის საშუალება და  მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა – გოლეთიანის განმარტებით, აღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ,  დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავა.

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

 

 

იტვირთბა....