მთავარი საზოგადოება

მსოფლიოს 5 ცნობილი ადამიანი, რომელთა სიკვდილიც ეჭვქვეშ დგას

ისტორია სავსეა ყალბი სიკვდილის  ფაქტებით და ვითომ მკვდარი ადამიანების კვლავ გამოჩენით. ამიტომ, ასევე არსებობს თეორიები, რომ ცნობილი ადამიანები, რომელთა სიკვდილიც დადასტურებულია… სინამდვილეში იტყუებიან.

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ცნობილ „მატყუარა“ გარდაცვლილს :

5. თუფაქ შაქური -1971-1996

2pac-6

თუფაქი რეპერი იყო, რომელიც მოძრავი მანქანიდან ნასროლით მოკლეს. მის მკვლელობაზე პასუხისმგებელი არავინ არის და სწორედ ამიტომ, მის ბევრ ფანს კიდევ აქვს იმედი, რომ ის ცოცხალია. ჭორები  ნაწილობრივ  მოამარაგა მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ 8 ალბომის გამოსვლამ. საეჭვო დამთხვევაა ისიც, რომ მისი სიკვდილის მერე გამოსული ალბომის ერთ-ერთი სიმღერა შეიცავს სიტყვებს : „ძმებმა ესროლეს და შემდეგ აღდგა“.

4. ენდი კაუფმანი- 1949-1984

andy-kaufman

კომედიური მსახიობი, რომელიც სერიალში თამაშით გახდა ცნობილი, 35 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.  ნაწილობრივ იმიტომ, რომ მან თავისი ავადმყოფობა სიკვდილის დღემდე საიდუმლოდ შეინახა, ბევრი ფანისთვის მისი სიკვდილის ფაქტის გავრცელება დაუჯერებელი აღმოჩნდა.  მისი მეგობარი მსახიობიც კი ამტკიცებდა, რომ ის მკვდარი არ იყო და იტყუებოდა, თუმცა საბოლოოდ აღიარა, რომ ენდი მკვდარია. მიუხედავად ამისა, მისი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მაინც გამართეს წვეულება მის სახლში სახელწოდებით, „კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ენდი“-თუმცა არავინ დაბრუნებულა.

3. ელვის პრესლი-1935-1977

ათასობით შეხედულება არსებობს „მეფის“ სიკვდილის შემდეგ. მის დაკრძალვაზე ელვისის მამამ თითქოს აღიარა, რომ კუბოში მისი გვამი არ იყო. თითქოს, მამამისმა თქვა, რომ კუბოში გვამი მის შვილს არ ჰგავდა. თითქოს, მან განაცხადა, რომ ხალხმა რაღაც უნდა გაიგოს. ეს ყველაფერი ელვის პრესლის ფანებში დადიოდა ჭორებად და მათი კუმირის დაბრუნების იმედს აძლევდა. ამავდროულად, მისი მეგობრები იხსენებდნენ, რომ ელვის პრესლის არ სჯეროდა ქრისტეს გარდაცვალების და სამ დღეში აღდგომის შესახებ, ფიქრობდა, რომ ეს ნარკოტიკის გამოყენებით მოხდა და ცდილობდა იგივე შედეგისთვის მიეღწია. ელვისის ნარკოდამოკიდებულების შესახებ უცხო არავისთვის იყო.  სწორედ ამიტომ მისი მეგობრებიც კი ელოდნენ ელვისი გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ მის გამოჩენას.

2. ჯიმ მორისონი-1943- 1971

Jim-Morrison-of-the-Doors-006

ის 1971 წლის მარტში პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ორ ივლის, პარასკევს, მორისონი გავიდა სახლიდან, მეგობარ გოგონას კი უთხრა, რომ კინოში მიდიოდა. ორშაბათს მეგობარმა გოგონამ ხმის ჩამწერი კომპანიის წარმოამდგენელს დაურეკა და პარიზში ჩასვლა სთხოვა. მას იქ უთხრა, რომ მორისონი გულის შეტევით გარდაიცვალა. სინამდვილეში რა მოხდა იმ დღეებში, საიდუმლოდ დარჩა. გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ მორისონი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მიღებამ იმსხვერპლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით მომღერალი სიკვდილის მერე აეროპორტში ნახეს და ამან ხელი შეუწყო მის გულშემატკივრებში იმედის გაღვიძებას, რომ ჯიმ მორისონი ცოცხალი იყო. მისი ჯგუფის, „დორსის“ წევრის ინტერვიუმ კი საერთოდ მეტი ბუნდოვანება შეიტანა ამ ამბავში : „მე არ ვიცი ის ცოცხალია თუ მკვდარი, არავის უნახებია ჩემთვის მისი გვამი კუბოში, არ ვიცი იქ ის იყო თუ სხვა“ -ამბობდა „დორსის“ ერთ-ერთი წევრი ინტერვიუში.

1. ადოლფ ჰიტლერი-1889-1945

hitler

ცნობილია რომ ჰიტლერმა და მისმა მეგობარმა ქალმა, ევა ბრაუნმა 1945 წლის 30 აპრილს ბუნკერში ყოფნისას თავი მოიკლეს. მეორე დღეს გერმანულმა რადიომ გამოაცხადა, რომ ჰიტლერი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა. ეს ინფორმაცია საბჭოთა კავშირის მედიამაც გაავრცელა, თუმცა დაამატეს, რომ როგორც ჩანს ჰიტლერს უნდა მოწინააღმდეგებს აფიქრებინოს რომ გარდაიცვალა და ამიტომ მშვიდად იყოს მიწისქვეშ, ბუნკერშიო. ამავდროულად,  სტალინი ამტკიცებდა, რომ ჰიტლერი არგენტინაში ან ესპანეთში იმყოფებოდა. რაც მთავარია, მისი სხეულის ექსპერტიზა შეუძლებელი იყო, რადგან გავრცელებული ინფორმაციით ჰიტლერი თვითმკვლელობის შემდეგ თანამებრძლებმა დაწვეს. სწორედ ამიტომ, ჰიტლერის სიკვდილის ეს ისტორია დღემდე მართლა ეჭვის ქვეშ დგას.

იტვირთბა....