ფრანგმა მსახიობმა, ჟერარ დეპარდიემ, ქართულ ფილმში, შესაძლოა, ერთ-ერთი როლი ითამაშოს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.
მსოფლიო კინემატოგრაფიაში მრავალი დამსახურების გარდა, დეპარდიე საქართველოში ცნობილია ასევე აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერით, რომელიც მსახიობმა სოხუმში ყოფნისას, რამდენიმე წლის წინ გამოხატა.