საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ამ დროისთვის, 29 184 ადამიანია აცრილი.
როგორც მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღიურად აცრილთა რაოდენობა 1 530-ია.
შეგახსენებთ, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსისგან 783 პაციენტი განიკურნა, ხოლო 14 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში, ჩატარებული კვლევა ტესტით – 18 822, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 197, PCR ტესტით – 8 625
კარანტინის რეჟიმში 310, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2 982, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 439 პირი იმყოფება.