ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Wizz Air-მა საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა

ავიაკომპანია Wizz Air-მა, სამთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა.

აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით, პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა განხორციელდა.

“ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა. სამთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია Wizz Air-მა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა.

გვიან ღამით, პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა.

განახლებულ აეროპორტში რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.

პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი ოთხჯერ უფრო გაფართოვდა, რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის – საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო”, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მაისიდან აეროპორტში Wizz Air-ი რიგისა და დორტმუნდის მიმართლებით რეისებს ამატებს.

“ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტინია ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს სამი მიმართულებით განახორციელებს. ახალი სერვისები და სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....