ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციასთან ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ნამoხვანჰესის პროექტის საწინააღმდეგო აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილებიs თქმით, ისინი ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგი არა, მაგრამ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების წინააღმდეგნი არიან. როგორც რიონის ხეობის მცველებმა აღნიშნეს, მთავრობის კანცელარიის წინ კარვებს გაშლიან და ღამეს იქ გაათევენ. მათივე განცხადებით, თუ ამის საშუალებას მათ პოლიცია არ მისცემს, ღია ცის ქვეშ დარჩებიან.

შეგახსენებთ,  სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი სამართალდამცავებმა აიღეს. კედლის აღება დღეს, გამთენიისას მოხდა. ამ ეტაპზე, ადგილზე მხოლოდ რკინის მცირე ჯებირები რჩება, თუმცა, სოფელ ნამოხვანისკენ მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება ნაწილობრივ უკვე შესრულდა.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში მას შემდეგ გაგრძელდება, რაც მათი მოთხოვნები სრულად შესრულდება.

ნამოხვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....