აშშ-ს მთავრობა მთელ საქართველოში სკოლების განახლებისთვის 54 მლნ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს ბევრ სკოლას, განსაკუთრებით რეგიონებში, დახმარება სჭირდება. ამიტომ, აშშ-ის მთავრობა მთელ საქართველოში სკოლების განახლებისთვის $54 მილიონ დოლარს გამოყოფს. სამუშაოები დაიწყო მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 30 სკოლაში. საბოლოოდ კი საქართველოში 100 სკოლა გარემონტდება“. -ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პარტნიორობით ხორციელდება.