ახალი ამბები

იმერეთის რწმუნებული: ეს არის პირველი პატარა ნაბიჯები, დანარჩენი ბარიერების აღებაც იგეგმება სიტუაციის შესაბამისად

„ნაწილი ბარიერების აღება მოხდა, იცით რომ გუშიმ საპოლიციო ძალების განახევრება მოხდა. დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება თავისთავად სიტუაციისდა შესაბამისად. ეს არის პირველი, შეიძლება ითქვას, პატარა ნაბიჯები, რომელიც უკვე ჩვენ გადავდგით”, – ამის შესახებ იმერეთი სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან განაცხადა.

მისივე თქმით, “ლტერნატივა მოლაპარაკებას და დიალოგს არ აქვს და ჩვენ ყველა ძალებით უნდა შევინარჩუნოთ ეს ფორმატი. მარტივი არ იქნება თავისთავად.”

პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ გრძელდება, გუმათში გამთენისას ბარიკადების ნაწილი აიღეს. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან ხელოვნური წინაღობების სრულად გატანას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე 170 დღეზე მეტია ღამეს კარვებში ათენებენ და ნამოხვანჰესის კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება უკვე შესრულდა.

როგორც აქციის წევრები აცხადებენ, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი მაშინ გაგრძელდება, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდება.

 

იტვირთბა....