„როგორც იქნა, კარგი ამბავი საქართველოდან, არჩილ თალაკვაძემ გამოაცხადა, რომ ქართული ოცნება მხარს უჭერს ევროპული საბჭოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილ შეთანხმებას”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი ნაჩო სანჩეს ამორი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.
მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული ჩიხიდან ნაყოფიერად გამოსასვლელად. ვიმედოვნებთ, რომ არ ნაბიჯს მიყვებიან სხვა დაინტერესებული მხარეები”, – წერს ევროპარლამენტის წევრი.