ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიციამ სოფელ გუმათში განთავსებული რკინის კონსტრუქციის ნაწილი აიღო

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დილიდან სოფელ გუმათში არიან შეკრებილები. გუმათში მოწყობილი რკინის კედელი სამართალდამცავებმა აიღეს. კედლის აღება დღეს, გამთენიისას მოხდა. ამ ეტაპზე ადგილზე მხოლოდ რკინის მცირე ჯებირები რჩება, თუმცა, სოფელ ნამოხვანისკენ მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

თავის მხრივ, საავტომობილო გზა ავტომობილებით გადაკეტილი აქვთ ჰესის მოწინააღმდეგეებსაც.

კედელი გუმათში რამდენიმე დღის წინ აქციების პარალელურად მოეწყო.

აქციის მონაწილეები 170 დღეზე მეტი ღამეს კარვებში ათენებდნენ და ნამოხვანჰესის კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება უკვე შესრულდა.

როგორც აქციის წევრები აცხადებენ, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი მაშინ გაგრძელდება, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდება.

ფოტო: ნეტგაზეთი

იტვირთბა....