“ბრაზილიაში whatsApp დაუბლოკეს 100 მილიონზე მეტ მოქალაქეს. ამ ბლოკის ვმუშაობთ მოსახსნელად. მანამდე „ფეისბუქ მესენჯერი“ კვლავ აქტიურია და შეგიძლიათ მისი გამოყენება. ეს არის სამწუხარო დღე ბრაზილიისთვის. აქამდე ბრაზილია თავისუფალი ინტერნეტ სივრცის შექმნაში მოკავშირე იყო. ბრაზილიელები ყოველთვის მათ შორის იყვნენ, ვინც მსოფლიოს თავიანთ ხმას ინტერნეტში მგზნებარედ უზიარებენ.
შეძრწუნებული ვარ, რომ ჩვენმა ძალისხმევამ, მომხმარებელთა ბაზა დავიცვათ, გამოიწვია ასეთი მიკერძოებული გადაწყვეტილება და დასაჯა ყველა ის მომხარებელი, ვინც whatsApp -ს იყენებს.
ვიმედოვნებთ რომ ბრაზილიის სასამართლო სასწრაფოდ შეცვლის გადაწყვეტილებას. თუ ბრაზილიელი ხართ, აიმაღლეთ ხმა და დაანახეთ მთავრობას თქვენი სურვილი” – წერს მარკ ცუკერბერგი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა მოსამართლემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც whatsApp 48 საათით დაიხურა. ამ აპლიკაციას 100 მილიონამდე ბრაზილიელი იყენებს. ეს ერთადერთი აპლიკაციაა, რომლითაც მათ შეუძლიათ უფასოდ დარეკვა და შეტყობინებების გაგზავნა იმ ქვეყანაში, სადაც სიღარიბის ზღვარი ძალიან მაღალია, ხოლო მობილური და სატელეფონო კომუნიკაცია საკმაოდ ძვირი ღირს.
ბრაზილიური სატელეფონო და მობილური კომპანიები თვეების განმავლობაში ცდილობდნენ whatsApp -ის წინააღმდეგ გალაშქრებას, როგორც აპლიკაციის, რომელიც კლიენტებს აკარგვინებდათ.
რაც მთავარია, ბრაზილიაში შესაძლებელია სოციალური ქსელიც აკრძალონ, როგორც „კრიმინალური პოსტების გავრცელების„ ერთ-ერთი საშუალება.