aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალთა მოძრაობა” ხვალ რუსთაველის თეატრთან აქციას გამართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქალთა მოძრაობა ხვალ რუსთაველის თეატრის წინ აქციას აანონსებენ, რომლის სახელიც “მოქმედების დროა!” იქნება. აქცია ნინუცა მაყაშვილის მხარდასაჭერად იგეგმება. მათ ეს აქცია სოციალურ ქსელში დაანონსეს.

ორგანიზაციის თქმით, აქცია 14:00 -ზე, რუსთაველის თეატრის წინ გაიმართება.
“მას შემდეგ, რაც ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაზე საჯაროდ ისაუბრა, რუსთაველის თეატრის, 1980 წელს დანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ მკვეთრად გამოხატული დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა, რითაც, შეიძლება ითქვას, რომ საჯაროდ წაახალისა დისკრიმინაცია და ძალადობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გადაცემაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს.  თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
იტვირთბა....