aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზანგური როლების მოხსნაზე: ეს გაგდებაზე უარესია, გაიხარეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსახიობი ბესო ზანგურის თქმთი, თეატრში როლებიდან ჩახსნა უარესია ვიდრე გაგდება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია, მინდა, იცოდეთ… გაიხარეთ”, – წერს ზანგური.

ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ბესო ზანგური გამოძიების დასრულებამდე რუსთაველის თეატრში ყველა როლიდან მოიხსნება. ინფორმაცია მეტრონომს თეატრში დაუდასტურეს.

გადაცემაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს.  თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

იტვირთბა....